„უკრაინაში შეჭრა დაიწყო“ – რუსეთმა ცეცხლი გახსნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.

„თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა დაიცავს თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლავე“, – აცხადებს უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება.

მისი თქმით ეს არის აგრესორის ომი და უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს. ა„არის დრო, რომ დავიწყოთ მოქმედება ახლავე“ – აცხადებს კულება.

პარალელურად, ვრცელდება კადრები უკრაინიდან სადაც ნათლად ჩანს საომარი მოქმედებები. კადრები ვრცელდება ხარკოვიდან, აფეთქებები, დაბომბვა, იწვის სამხედრო ბაზა. ხარკოვის მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.

 

მსგავსი თემები