უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა

უკრაინის რადამ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. საგანგებო მდგომარეობა დღეს შუა ღამიდან 30 დღე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო რეჟიმის ამოქმედების ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართა.

საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს უფლებამოსილებას დააწესოს “კომენდანტის საათი;” შეზღუდვები ციფრული და რადიო საკომუნიკაციო სერვისების მთელ რიგზეც; სამხედრო რეზერვისტებს ქვეყნის დატოვების უფლება არ ექნებათ.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება კი შექმნილ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

 

მსგავსი თემები