ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, დეპუტატები შავ სიაში მოხვდნენ

გერმანიის, ბრიტანეთისა და ამერიკის შემდეგ, ევროკავშირის სხვ ქვეყნებმაც აამოქმედეს სანქციები რუსეთის წინააღდეგ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის განცხადებით, დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. სანქციები ასევე დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ.

მეტი...

ევროკავშირი ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინით აცრილებისთვის საზღვრებს ხსნის

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ იმ ვაქცინით აცრილებისთვის, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაცია გააჩნია, საზღვარზე ყველანაირი შეზღუდვა ეხსნება.  ცვლილება პირველი მარტიდან ამოქმედდება. „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ დროებითი შეზღუდვა ევროკავშირში არა არსებითი მოგზაურობის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ევროკავშირის ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ევროკავშირის ავტორიზაცია კი „ფაიზერს“, „მოდერნას“ „ასტრაზენეკას“, „ჯონსონს“ და „ნოვაქსს“ გაჩნია.  

მეტი...

სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ევროპას ემუქრება და გაზის გაძვირებით აშანტაჟებს

მას შემდეგ რაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, საპასუხო გზავნილი რუსეთმაც გაავრცელა. კრემლი განსაკუთრებით გერმანიის გადაწყვეტილებამ გააცოფა, კერძოდ,  გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერება. აღნიშნულის  საპასუხოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ევროპა გაზის გაძვირებით დაემუქრა. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოსცა ბრძანება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი  2-ის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. კარგი, კეთილი იყოს მამაც, ახალ სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში. გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციის ამოქმედება დაიწყო

მეტი...

რუსეთს უკრაინაში ეკლესიები უნდა აეფეთქებინა და გადაეწვა  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პირველადი სამიზნე უკრაინაში ეკლესიები იყო. კერძოდ, მათ მიერ უკრაინაში შეგზავნილ და „დავერბოვკებულ“ ადამიანებს იერიში რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებზე უნდა მიეტანათ. შემდეგ კი ეს ყველაფერი უკრაინისთვის გადაებრალებინათ და ცეცხლის გახსნის საბაბი ჰქონოდათ. აღნიშნული სატელეფონი ჩანაწერები  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა. აფეთქებები ქალაქ ხარკოვში უნდა მომხდარიყო.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ის არ უნდა განმეორდეს, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებულ აგრესიას საქართველოსთან აკავშირებს და აცხადებს, რომ 2008 წლის მოვლენები არ უნდა განმეორდეს. პრეზიდენტი მსოფლიოს მიმართავ, რომ ეს არ დაუშვან. „ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომლებიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე. „ეს არის აგრესიის ახალი აქტი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ პასუხს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიის განსახორციელებლად. რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის,…

მეტი...

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ საქციების ამოქმედება დაიწყო

დიდი ბრიტანეთი, გერმანიის მსგავსად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას იწყებს. ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციები უწესდება. „ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, – აცხადებს ბორის  ჯონსონი. მისივე განცხადებით, ბრიტანეთის სანქციები ამით არ შემოიფარგლება და ის უფრო ფართო იქნება. რაც შეეხება იმ ბანკებს, რომლებიც სანქციები მოექცა, ესენია:  General Bank-ი, Rossiya, IS Bank-ი, Promsvyazbank-ი და Black Sea Bank-ი. გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციის ამოქმედება დაიწყო

მეტი...

„საერთაშორისო თანამეგობრობა თვლიდა, რომ რუსეთი თავს დაესხა პატარა საქართველოს“ – დუმამ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ, 400 წევრის შემადგენლობით, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებს“ შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და დახმარების შესახებ  გადაწყვეტილებას. რუსეთის დუმის წევრები, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, ისტორიას სათავისოდ  იხსენებდნენ და საქართველოს მაგალითიც არაერთხელ მოიყვანეს. „ჩვენ გვადანაშაულებენ რომ უკრაინაში შევიჭერით. ეს უკვე ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში. საერთაშორისო თანამეგობრობა თვლიდა, რომ რუსეთი თავს დაესხა პატარა საქათველოს, მაგრამ, რეალურად, ოლიმპიური თამაშების დღეს, სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა ცხინვალს, რასაც ემსხვერპლა ადამიანები და რუსი მშვიდობოსმყოფელები. ახლა ვხედავთ იგივე სურათს, თუმცა, უფრო დიდი მასშტაბით“ – განაცხადეს დუმაში.

მეტი...

გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციის ამოქმედება დაიწყო

პირველი ნაბიჯი, რაც გერმანიამ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მიიღო, ეს არის გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერება. როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, უკრაინის კრიზისის ფონზე, ამ მიმართულებით წინსვლა ვერ გაგრძელდება. გაზსადენის დამტკიცების პროცესი ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზეც ფიქრობს.  

მეტი...

უკრაინა-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შესაძლოა, შეწყდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. ერთ-ერთი სასაუბრო თემა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადება იყოს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთთან შესაძლო დიპლომატიური კავშირების გაწყვეტაზეც ისაუბრა. როგორ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, თხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით მან საგარეო საქმეთა სამინისტროდან უკვე მიიღო. „პრესკონფერენციის დასრულების  შემდეგ განვიხილავ და ვიმუშავებ ამ მიმართულებით. ასევე განვიხილავ რუსეთის ფედერაციის ესკალაციის საპასუხო ჩვენს ეფექტურ ნაბიჯებზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

ავსტრალიელი ქალის მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს

რაფაელ მურსაკულოვი, საქართველოში მცხოვრები ავტრალიელი ქალის შანაი ბრუკის მკვლელობას აღიარებს, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ის ყველას ბოდიშს უხდის. „მას მკვლელობის გარდა, ბრალი ბრალი ყაჩაღობითაც აქვს წაყენებული და მან ეს დანაშაულიც აღიარა“ – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე. „ბრალდებული აღიარებს და ინანიებს. მან დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ძალიან მძიმეა მისთვის ამ ყველაფრის გააზრება, ყველას ბოდიში მოუხადა, ოჯახსაც, საზოგადოებასაც. ბრალდებულს აღქმა არ შეუძლია, რატომ მოხდა ეს, მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც მის შერაცხადობას არ გამორიცხავს. აქედან გამომდინარე შეიძლება აიხსნას, თუ რა მოხდა იმ დღეს და რატომ ვერ გაიაზრა მან ეს. როცა დაფიქრდა და…

მეტი...

„რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ირგვლივ ყველას“ – კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ირგვლივ ყველას. როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთანაც გაგრძელდება. „ყველამ უკვე ნახეთ, რომ, ევროპელმა ლიდერებმა პუტინის გადაწყვეტილება ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შესახებ მკაცრად დაგმეს. ეს არის სამართლის ნორმების ნორმების უხეში დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ირგვლივ ყველას. ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი. ჩვენ, ასევე, ველით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებული ვითარებიდან,“- აცხადებს ელჩი ჰარცელი.  

მეტი...

რუსეთს სანქციებს ბრიტანეთიც დაუწესებს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ამოქმედებას დიდი ბრიტანეთიც გეგმავს. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, სანქციები ლუგანსკსა და დონეცკსაც შეეხება. „პუტინი, როგორც ჩანს, ისწრაფვის ყოფილ საბჭოთა მეზობლის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ. ჩვენი სანქციები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დონეცსკსა და ლუგანსკსაც შეეხება. დღევანდელი სიტუაციის ტრაგედია ის არის, რომ პრეზიდენტი პუტინი გარშემორტყმულია თანამოაზრე მრჩევლებით, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა არ არის სათანადო ქვეყანა. ის აღმოაჩენს, რომ სერიოზულად არასწორად გათვალა”, – აცხადებს ბორის  ჯონსონი. მისი თქმით, სანქციების პაკეტს პარლამენტის ქვედა პალატას მალე წარუდგენს.

მეტი...

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: •    27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%; •    1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის  შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;…

მეტი...

პირბადეების ტარების ვალდებულება შესაძლოა, მოიხსნას

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების გამო, საკოორდინაციო საბჭოს არსებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძის განცხადებს, შემსუბუქება პირბადეების ტარებასაც შეეხება. „აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება,“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. კოვიდრეგულაციები ეტაპობრივად უქმდება

მეტი...

თერმოსკრინინგი სავალდებულო არ იქნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციები მსუბuქდება და იხსნება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, თერმოსკრინინგის სავალდებულო არ იქნება. „უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, სასადილოს მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, – აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოში.  

მეტი...

კოვიდრეგულაციები ეტაპობრივად უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან „კოვიდსასტუმროები“ გაუქმდება. „1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, “კოვიდსასტუმროები“, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ  მედიასთან.

მეტი...

საქართველო რუსეთის მატჩზე მაყურებელთა 50% დაიშვება

საკოორდინაციო საბჭომ, 27 თებერვალს, საქართველოში დაგეგმილ რაგბის ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საკოორდინაციო საბჭოში განმარტავენ, ჩემპიონატზე მაყურებელთა 50%-ის  დაშვება იქნება შესაძლებელი.

მეტი...

მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

დილით, მთავრობის კანცელარიასთან ხმაური იყო. სამართალდამცველებმა ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ, მათი გეგმა იყო იყო, სამსახურში მისულ პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა შეძახილით დახვედროდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მათ ასევე მცდელობა ჰქონდათ,  გზის სავალი ნაწილი გადაეკეტათ. წესრიგის დარღვევისა და დაუმორჩილებლობისთვის მათ დაახლოებით 6 აქტივისტი დააკავეს და პერიმეტრიდან გაიყვანეს.  

მეტი...

„როცა შურისძიება და სიბოროტე გაბრმავებს, ესეიგი, დამარცხებული ხარ“ – სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმართულ და ზოგადად აგრესიას ეხება. “მტრობა, ჩაწიხვლა, შური, განადგურება – ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის ქართველებს, სამწუხაროდ. თითზე ჩამოსათვლელი წარმატებული ქართველები გვყავს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც საქართველოს სახეები, ელჩები არიან მსოფლიოში. გვასახელებენ, ეროვნულ დროშას აფრიალებენ, ყოველ გამარჯვებაზე საქართველოს ჰიმნს აჟღერებენ და მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავს. მაგრამ, აი, სწორედ ამ დროს იწყება რაც იწყება – მტრობა, არგახარება, ჩაწისვლა და ყველანაირი სიბინძურე. სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. როგორ შეიძლება ამდენი სიბინძურე და ნეგატივი. ასე როგორ შეიძლება ადამიანის გაწირვა. როგორ…

მეტი...

სასულიერო პირის ცემისთვის სასულიერო პირი დააკავეს

გუშინ, სოცილურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადა ჩანს როგორ სასტიკად უსწორდება ერთი ანაფორიანი პირი მეორე ანაფორიანს, შსს-მ მოძალადე დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე,…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 230-ია

დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში, კორონავირუსით ინფიცირებული 1230 მძიმე პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება საერთო ინფიცირების რაოდენობას,  127 270-ია,  საიდანაც:  5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 609, იმერეთში – 977. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 140, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 37, იმერეთში – 28. 860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 – თბილისში, 151 – აჭარაში. 121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.…

მეტი...

ვირუსით გარდაცვალება ისევ მაღალია

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარა – 659, იმერეთი – 1 935, ქვემო ქართლი – 578, შიდა ქართლი – 918, გურია – 471, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 801, კახეთი – 795, მცხეთა-მთიანეთი – 340, სამცხე-ჯავახეთი – 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 136.

მეტი...

ვირუსით 12 101 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 486 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  25.48%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 565 769. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 28.55%.

მეტი...

ესტონეთი დუმის დეპუტატებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

იმ დეპუტატებს, ვინც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას მწვანე შუქი აუნთო და ღილაკს თითი დააჭირა, ევროპა სანქციებში მოაქცევს. „დუმის ყველა დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას, შავ სიაში უნდა მოხვდეს“, – აღნიშნული ინიციატივა ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს ეკუთვნის. მისი განცხადებით, ამ დეპუტატებს ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე გადაადგილებაც უნდა აეკრძალოს. „მათ უნდა გაუუქმდეთ ნატოსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზა. მხოლოდ ისინი, ვინც ხმა არ მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას, უნდა იქნენ დაშვებული დასავლეთში,“- აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.  

მეტი...

„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის გვეშინია“ – ვლადიმირ ზელენსკი  

„ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია, სხვა ქვეყანა, სხვა არმია და ერთი მიზანი – მშვიდობა უკრაინაში, დიდება უკრაინას“ – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელებს და მსოფლიოს პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ. მისი თქმით, უკრაინა არაფრის დათმობას აპირებს. „ახლა ქაოსის დრო არაა. ჩემს ზურგს უკან უკრაინაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს ასეც დარჩება, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციამ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ჩვენს ყველა მოქალაქეს. უკრაინა რუსეთის ქმედებებს ცალსახად აღიარებს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვად და ყველა შედეგზე ამ გადაწყვეტილებისა, პასუხისმგებელი ინება…

მეტი...

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიეში რუსული არმია შევიდა

კრემლის მიერ მიRებული გადაწყვეტილების პარალელურად, დონეცკისა და ლუგანსკის  ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმია უკვე შევიდა. შესაბამისი ვიდეოც კი გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ შედის ოკუპირებულ რეგიონში ცოცხალი ძალა – რამდენიმე ათასი ადამიანი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა. შეგახსენებთ რომ , ვლადიმირ პუტინმა მსოფლიო ლიდერების გაფრთხილებები არ გაითვალისწინა და უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა. აღიარებას დონეცკისა და ლუგანსკის ქუჩებში ადგლობრივების ზეიმი მოყვა, აღიშნავდნენ და თან რუსეთის ჰიმნს აჟღერებდნენ.  

მეტი...

ევროპული სანქციების ამოქმედებას საფრანგეთის პრეზიდენტიც ითხოვს

ამერიკის შემდეგ, რუსეთის მკაცრი გადაწყვეტილებების გამო, სანქციების ამოქმედებას საფრანგეთის პრეზიდენტიც უერთდება და მთლიან, ევროპულ სანქციებზე საუბრობს, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას “ტვიტერზე” ეხმაურება. „აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მე მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ევროპული სანქციები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ჯო ბაიდენი პუტინის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სანქციები დაუწესა

მეტი...

უკრაინა მსოფლიო ლიდერების არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით გვერდში დგომას ელოდება

„ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას“, – ეს განცხადება  უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ეკუთვნის. რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლად“ აღიარების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი არც სამხედრო შეტევას გამორიცხავს. მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, აშშ-ის პრეზიდენტ აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შექმნილი ვითარება უკვე განიხილა. პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ზელენსკიმ ისევ დააფიქსირა, რომ უკრაინა სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება და პროვოკაციებს არ აჰყვება. „შეგვიძლია პროვოკაციებისა და აგრესორის ჯარების…

მეტი...

ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს სანქციების შესახებ ესაუბრა

კრემლის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ლუგანსკისა და დონბასის „დამოუკიდებლად“ აღიარების შემდეგ, ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონი საუბარი შედგა. ბაიდენმა მას ამერიკის მხრიდან დაწესებული სანქციების შესახებ ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ტელეფონით ისაუბრა, რომ დაედასტურებინა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაცრად დაგმო რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გადაწყვეტილება, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარების შესახებ… პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია შეერთებული შტატების პასუხის შესახებ, მათ შორის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული გეგმის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ შეერთებული…

მეტი...

ჯო ბაიდენი პუტინის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სანქციები დაუწესა

რუსეთის გადაწყვეტილების პარალელურად, მსოფლიოც, პუტინის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკი და ლუგანსკი „დამოუკიდებლად“ აღიარა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, აკრძალულია აშშ-ის წარმომადგენელთა  ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელება  უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში. განკარგულებაში ასევე საუბარია, რომ „რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით მასზე ნაკისრ ვალდებულებებს და დამატებით საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამგვარად, წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“. პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

მეტი...

„თანამედროვე უკრაინა კომუნისტურმა რუსეთმა შექმნა“ – პუტინის ბელადს იხსენებს

ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლად“ აღიარებას ვრცელი განცხადება მიუძღვნა და ლენინისა და სსრკ-ს გახსენებაც არ დავიწყებია. მისი მიმოხილვით, უკრაინა სწორედ კომუნისტების შექმნილია. „თანამედროვე უკრაინა შექმნა რუსეთმა, უფრო სწორედ, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა ეს ძალიან უხეშად გააკეთეს. მათ ეს რუსეთისთვის ისტორიული ტერიტორიების მოწყვეტის ხარჯზე გააკეთეს“, – განაცხადა მან ლუგანსკისა და დონბასის „დამოუკიდებლად“ გამოცხადების პარალელურად. მისი თქმით, ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, უკრაინას შესაძლოა ეწოდოს ლენინის სახელობის უკრაინა. „აი ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მადლიერმა შთამომავლობამ…

მეტი...

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

მიუხედავად მსოფლიოს გაფრთხილებისა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას სპეციალური განცხადება მიუძღვნა და დეტალურად ახსნა ყველაფერი. “საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით.  ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას“ – განაცხადა პუტინმა კრემლში.

მეტი...