ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ასახელებს

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებზე ისაუბრე და განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პირობები. როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი პირობები გააჩნია. პუტინმა ერთ-ერთ აუცილებელ პირობად დაასახელა: ·        „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; ·        უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; ·        რუსეთის სახელმწიფო ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას. პუტინმა მაკრონისთან საუბარში ისევ გაიმეორა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე.  

მეტი...

“უკრაინა ამას ელოდება“ –  უკრაინის პრემიერი  ღარიბაშვილს ქართულად მიმართავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საკუთარ სოციალურ ქსელში ქართველ კოლეგას ქართულად მიმართავს. „მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – აღნიშნავს შმიგალი. მორიგ გზავნილში კი პრემიერი წერს: „თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – ასეთია დენის შმიგალის გზავნილი ქართულ ენაზე. შეგასხენებთ, რომ ქართველი მოხალისეები უკრაინაში დღეს ვერ გაფრინდნენ, რადგანაც, უკრაინიდან გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისში ვერ დაფრინდა.

მეტი...

ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკრაინა პირველია ასოცირებული ქვეყნებიდან,  რომელიც ევროკავშირის მომავალ წევრობაზე განაცხადს აკეთებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმოწერა უკრაინის პრეზიდენტმა რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკთან და პრემიერ მინისტრი დენის შმიგალთან ერთად განახორციელა. „უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის ,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.  

მეტი...

მოლაპარაკება დასრულდა, დელეგაციები კონსულტაციებისთვის თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან  

უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა, „ჩვენი მხრიდან მთავარი მოთხოვნა იყო ცეცხლის შეწყვეტა. გამოჩნდა გარკვეული შესაძლებლობები ცეცხლის შეწყვეტიე შესახე, მივემგზავრებით ჩვენს დედაქალაქებში კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად, კონსულტაციებისთვის, გაიმართება შეხვედრის მეორე ეტაპი“- განაცხადა ჟურნალისტებთან უკრაინული დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა. შეხვედრსა და პოზიციების დაფიქსირების შემდეგ, ოროვე მხარეს დრო სჭირდება, რომ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტებს შეხვდნენ და საბოლოო გადაწყვეტილება მათგან მიიღონ.

მეტი...

უკრაინაში მიკროავტობუსებით მოძრავი დივერსანტების მორიგი ჯგუფი დააკავეს  

უკრაინელებმა დივერსანტების მორიგი ჯგუფი დააკავა,  რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მიკროავტობუსებით გადაადგილდებოდნენ. მიკროავტობუსი კი სავსე იყო სპეციალური აღჭურვილობით და საბრძოლო მასალით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს სწორედ იმ ჯგუფის ნაწილია, რომლებიც პუტინმა აფრიკიდან ჩამოიყვანა და პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლა დაავალა. აფრიკელებს ზელენსკის მოკვლა დაავალეს

მეტი...

კასეტური ბომბები ჩერნიგოვოში

ოკუპანტის ქვეყნის სამხედროებმა  ჩერნიგოვის რაიონის სოფელ კიენკაში საერთაშორისო შეთანხმებებით აკრძალული კასეტური ბომბები ჩამოყარეს. ბომბები დასახლებულ ადგილებსაც დაეცა, არის მსხვერპლი.  

მეტი...

13 მეზღვაური რომლებიც რუსულ საბრძოლო გემს არ დანებდნენ, ცოცხლები აღმოჩდა

დღეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ებრძოდნენ და იარაღის დაყრის მოთხოვნას არ დამორჩილდნენ, ცოცხლები არიან რა ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებიან. რამდენიმე დღის უკან გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათ თავი აიფეთქეს, სიმართლე არ აღმოჩნდა. მათი ტყვეობაში ყოფნის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალები ავრცელებს. „მოხარულები ვართ გავიგოთ, რომ ჩვენი მოძმეები ცოცხლები არიან და კარგად არიან,“- ვკითხულობთ განცხადებაში. 13 მესაზღვრე რუსებს არ ჩაბარდა და თავი აიფეთქა

მეტი...

ცხედრები ქუჩაში ყრია – ბომბები მოლაპარაკების პარალელურად  

ხარკოვზე უპრეცენდენტო შეტევა გრძელდება. ბომბები ერთიმეორეს მიყოლებით ცვივა. ცხედრები ქუჩებში ყრია. ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის განცხადებით ყველა მოღალატე დაისჯება და ყველა ს დახვრეტა ადგილზე მოხდება. მისი ინფორმაციით, საუბარია იმ ადამიანებზე, ჩინოვნიკებზე, რომლებიც ოკუპანტების მხარეს გადავიდნენ. სამოქალაქო პირები რუსულ ტანკებს შიშველი ხელებით, მოლოტოვის კოქტეილებით ებრძვიან. ოკუპანტებმა ვაკუუმური ბომბები ჩამოყარეს, რომლის გამოყენებაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია.

მეტი...

ოკუპანტებმა უკრაინაში ნავთობის საცავიც ააფეთქეს, იბომბება ხარკოვი

უკრაინის სუმის ოქლში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, მიმდინარეობს შეტაკებები, დაბომბვა და ხოცვა. ოკუპანტები სამოქალაქო ობიექტებსაც უტევენ და არავის ინდობენ. ოკუპანტებმა სუმის ქალაქ ახტირკაში ნავთობის საცავიც ააფეთქეს. ირგვლივ ყველაფერი შაბ კვამლშია გახვეული და ცეცხლი გიზგიზებს. მოსალხეობას მოუწოდებენ, ყველაზე უსაფრთხო ადგილს, თუ რამე ასეთი არსებობს, შეაფარო თავი. უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება მორიგ განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყველანაირი კავშირი რუსეთთან, მისი თქმით, ეს ნიშნავს „21-ე საუკუნის ჰიტლერის, ვლადიმერ პუტინის დაფინანსებას“. ურთულესი ვითარებაა ხარკოვშიც, რომელიც “გრადებით” იბომბება.

მეტი...

ხარკოვი დაიბომბა, მსხვერპლი დიდია  

უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი. დაღუპულები არიან სამოქალაქო პირები. დაღუპულია ათობით ადამიანი და ასობით დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ავრცელებს. „ოკუპანტებმა ხარკოვი „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს“ – წერს შინაგან საქმეთა მინიტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.  

მეტი...

ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა. სემეკის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე დაბრუნებული თანხების ჯამმა 569 605 ლარი შეადგინა. კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდეტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა…

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დაიწყო

შეხვედრა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, დელეგაციები დარბაზში იმყოფებიან. შუამავალმა მხარემ დარბაზში განცხადება გააკეთა, რომ ყველანაირად უზრუნველჰყოფენ, შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს. დარბაზში ჩართული იყო კამერები, რომლებიც კადრებს პირდაპირ რეჟიმში ავრცელებდნენ, თუმცა, რუსულმა დელეგაციამ სიგნალის გათიშვა მოითხოვა და კამერებიც გამოირთო. მთელი მსოფლიოს ყურადღება, ამ წუთებში, როგორც უკრაინის, ისე ქალაქ გომელისკენ არის მიმართული, რომლის საზღვართანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს.  

მეტი...

„მეთევზეების სახლში“ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების დაწყება იგვიანებს

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, აგვიანებს. დელეგაციის ორივე მხარე უკვე ადგილზეა, შეხვედრის ოთახიც მადაა, სადაც ჟურნალისტები შეუშვეს.  ბელორუსის საზღვართან მდებარე ე.წ. მეთევზეების სახლში უნდა გადაწყდეს მოხდება თუ არა შეთანხმება, თუმცა, უკრაინულ მხარეს პოზიტიური მოლოდინი არ გააჩნია. მთავარი მოთხოვნა, რასაც უკრაინა ოკუპანტისგან ითხოვს, იარაღის დაყრა და ქვეყნის დატოვებაა.  

მეტი...

უკრაინაში 16 ბავშვი დაიღუპა, 45 კი დაიჭრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის უკან მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. სადაც გარდაცვლილ ბავშვებზე ისაუბრა და რუს ჯარისჯაცებს მოუწოდა იარაღი დაყარონ და წავიდნენ. „უკრაინამ აჩვენა, ვინ ვართ ჩვენ, თავდასხმები არ წყდება, ოკუპანტები ისევ გვიტევენ. მათი თავდასხმების შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა. 45 კი დაიჭრა. მთელი ცივილური სამყარო  ისევ გვერდში გვიდგას. დაყარეთ იარაღი, წადით, ნუ დაუჯერებთ თქვენს პროპაგანდისტებს, გადაირჩინეთ საკუთარი სიცოცხლე. წადით ჩვენი ქვეყნიდან“ – აღნიშნა  პრეზიდენტმა.  

მეტი...

სემეკმა „თელასში“ დარღვევები აღმოაჩინა და დააჯარიმა

არასწორად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, სემეკმა „თელასში“ დარღვევები დააფიქსირა და დააჯარიმა. კერძოდ, როგორც დავით ნარმანია განმარტავს, 10 000-მდე მოსახლეს არასწორად დაერიცხა გადასახადი. მისი თქმით, ზედმეტად გადახდილი თანხა აბონენტებს მომდევნო თვეში დაექვითებათ. რაც შეეხება ჯარიმას, „თელასი“ 75 000 ლარით დაჯარიმდა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ევროკავშირს მიმართავს. „ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია – თანასწორად ყოფნაა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

„უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის“ – ირაკლი ღარიბაშვილი  

„როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს, არაფერს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, უკრაინაში ომის შემჩერებელი არავინაა. „ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? – ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს,…

მეტი...

„მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მაგონებს, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი, წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს და ხალხს „მიშა, მიშა“ აძახებინეს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ჯერ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს და მერე იფიქროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე. „დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ამ ძალიან ბევრი გულანთებული, ქართველის, პატრიოტის კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველაფერში, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესებს ეძებენ. მე დარწმუნებული…

მეტი...

“მეთევზის სახლში” უკრაინა რუსეთის მოლაპარაკება იწყება   

ამ წუთებში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები იწყება. უკრაინის დელეგაცია უკვე ადგილზეა, ბელორუსიის საზღვართან, წინასწარ შეთანხმებულ ადგილას მოლაპარაკებისთვის ყველაფერი მზადაა.  მოლაპარაკების პროცესს ბელორუსიული მხარეც დაესწრება. უკრაინული დელეგაცია შეხვედრის ადგილას პოლონეთის მხრიდან, პოლონური თვითმფრინავით ჩაფრინდა. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაშია ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი და კიდევ 5 წევრი. უკრაინის მთავარი მოთხოვნაა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიის დატოვება.  

მეტი...

„მინიმუმ 10 თვითმფრინავი უნდა მივიღოთ“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ უკრაინელებისთვის აუცილებელი და საჭირო  ჰუმანიტარული დერეფანს გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ შეთავაზება დღესვე უნდა გააკეთოს. „სრულად მხარს ვუჭერთ უკრაინას, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დგას უკრაინის გვერდით. იცით, რომ საქართველოში ჩარჩენილ ტურისტებს სასტუმროები უფასოდ შევთავაზეთ და მათ რესტორნები საკვებსაც უფასოდ აწვდიან. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. რასაც კერძო სექტორი აკეთებს, გასაგებია, თუცა, რესურსი ამოწურვადია. ამიტომ, აუცილებელია მოლაპარაკებები დავიწყოთ დონორ ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, წითელ ჯვართან ფინანსური დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის. ადრე თუ გვიან ჰუმანიტარული „კორიდორი“ გაიხსნება უკრაინასთან. მოვამზადოთ სასტუმროები და…

მეტი...

ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 504 161-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 163 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 194, იმერეთი – 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი – 111, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 143, კახეთი – 97, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.  

მეტი...

ვირუსით 2 465 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 138  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 465  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 12 840  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  17.44% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 605 472. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.54% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.06%.  

მეტი...

„ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს და ევროპას მიმართავს. „მოვითხოვთ, რუსეთის გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მისი შესყიდვა გულისხმობს,  რომ ფულს უხდით ქალების, კაცებისა და ბავშვების მკვლელებს. მივესალმები რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პირველ, გადამწყვეტ ნაბიჯებს ამ კუთხით და მოვუწოდებ სხვებს, განაგრძონ ეს ნაბიჯები მტკიცედ და დაუყოვნებლივ“, – აცხადებს საგარეო მინისტრი.  

მეტი...

ჰუმანიტარული დერეფანი უკრაინელებს

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ინიციატივით გამოდის, საქართველომ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინელებს ჰუმანირატული დერეფანი გაუხსნას. „აუცილებელია მოლაპარაკებები დავიწყოთ დონორ ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, წითელ ჯვართან ფინანსური დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის. ადრე თუ გვიან ჰუმანიტარული „კორიდორი“ გაიხსნება უკრაინასთან. მოვამზადოთ სასტუმროები და შევთავაზოთ ჩვენთან რეაბილიტაციისთვის ჩამოსვლა ამ გმირ ხალხს“ – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“. დეტალებზე კი 11:30 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს.

მეტი...

აფრიკელებს ზელენსკის მოკვლა დაავალეს

„დე თაიმსის“ ინფორმაციით, კიევში პუტინის დავალებით აფრიკული ჯგუფი გაიგზავნა, რომლებმაც პრეზიდენტი ზელენსკი უნდა მოკლან. როგორც წყარო ავრცელებს ინფორმაციაც, საუბარია დაახლოებით 400 აფრიკელ მებრძოლზე, რომლებმაც დავალება პირდპირ პუტინისგან მიიღეს. როგორც გამოცემა წერს, აფრიკელები ჯერ რუსეთში იყვნენ ჩასულები, დირექტივები მიიღეს და ახლა უკრაინაში იმყოფებიან.    

მეტი...

ევროპის ცა რუსული თვითმფრინავებისთვის სრულად დაიკეტა

საჰაერო სივრცე რუსეთს მთელმა ევროპამ ჩაუკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპამ რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების გამ მიიღო. ევროპა ცდილობს, რუსეთი მაქსიმალურად შეზღუდოს, რო მან ვერ შეძლოს გეგმების განხორციელება და ეკონომიკურადაც დააზარალოს.  

მეტი...

რუსულმა თვითმფრინავმა კანადის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსული აეროფლოტის თვითმფრინავმა კანადის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ კანადამ რუსეთს საჰაერო შეზღუდვა დაიწესა, მან აკრძალვა დაარღვია და რუსული თვითმფრინავი კანადის სივრცეში შეფრინდა. კანადის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ის განიხილავს აეროფლოტის ფრენის 111-ის და “არ დააყოვნებენ შესაბამისი სააღსრულებო ზომების მიღებას”. თვითმფრინავი მოსკოვში მიფრინავდა. შეგახსენებთ, რომ კანადა უერთდება მსოფლიოს სანქციებს რუსეთთან დაკავშირებით და ოკუპანტ ქვეყანას, მოსკოვზე ზეწოლის მიზნით საჰაერო სივრცეს უხურავს.

მეტი...

„ვთიშავთ რუსეთსა და მის ეკონომიკას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან“ – სანქციები რუსეთს, ოლიგარქებსა და მმართველებს

ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს მკაცრი სანქციები დააზარალებს. მათ სათავეში კი პუტინი, ლავროვი და რუსი ოლიგარქები იქნებიან. „ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სანქციები დაგვეწესებინა რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. ჩვენ მიზანში გვყავს ოლიგარქებიც, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად  ვთიშავთ რუსეთსა და მის ეკონომიკას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან. ეს სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის უნარს მოქმედებდეს გლობალურად.ჩვენ ასევე ვხურავთ ევროპის საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის.“  ჩვენ უფრო შორს წავალთ,” – აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც უკრაინისთვის  დახმარების გაგზავნის შესახებაც ისაუბრა. „იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი…

მეტი...

„იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენი ჯარებისკენ მოდის“ – ევროსაბჭოს პრეზიდენტი

უკრაინელ ხალხს, მებრძოლებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამხნევებს და აწვდის ინფორმაციას, რომ იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი  გზაშია და უკრაინისკენ მიდის. შარლ მიშელის განცხადებით, ეს არი ომი, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. „ჩვენ ვახორციელებთ თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის გადაუდებელ მიწოდებას. იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენი ჯარებისკენ მოდის. ჩვენ ასევე გაწვდით მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს და ჰუმანიტარულ დახმარებას,” – აღნიშნა შარლ მიშელმა.

მეტი...

უკრაინა ისევ ომშია, კიევშიც აფეთქებები ისმის

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე არაფერი შეცვლილა. როგორც ხარკოვში, ისე კიევში აფეთქებების ხმა სმის. უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში ჩამოვარდნილი რაკეტა კო საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მოსახლეობა ისევ მეტროებსა და სარდაფებში იმალება. ჯერჯერობით, უკრაინაში ვითარება არ შეცვლილა. უკრაინა უძლებს და იგერიებს ოკუპანტი ქვეყნის შემოტევებს.  

მეტი...