ტურისტების გაძარცვა თბილისში – 1 ბოთლ შამპანიურში 4 000 ლარი გადაახდევინეს

ტურისტს, რომელიც თბილისში სამოგზაუროდ რამდეიმე დღით ჩამოვიდა, მთელი თანხა ერთ საღამოს, ერთ ბოთლ შამპანიურში გადაახდევინეს. შემთხვევა ძველ თბილისში, ქალაქის ცენტრში მოხდა. ტურისტი კლუბში ახალგაცნობილმა გოგონამ წაიყვანა რომელსაც თან ახლდა მეგობარი გოგო. როგორც ტურისტი ყვება, ის სასმელს არ სვამდა, თუმცა, სასმელი გოგონებმა მოითხოვეს. მოიტანეს 1 ბოთლი შამპანიური, რომელიც გოგონებმა დალიეს. მოგვიანებით კი გოგონები ბარიდან გაქრნენ, ხოლო ტურისტს 4 000 ლარიანი ქვითარი მიუტანეს. ტურისტი უარზე იყო 4 000 ლარი გადაეხადა, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა თანა იძულების წესით გადაახდევინეს. საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. ეს არ არის საქართველოში ტურისტების ძარცვის პირველი შემთხვევა. ადრეც დააკავეს სხვა კლუბის…

მეტი...

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ბრიტანეთის პრემიერი ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკვე უკრაინაშია. ის კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა. „კიევში მივემგზავრები, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. როგორც მეგობარი და დემოკრატიული პარტნიორი, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს“, – წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.  

მეტი...

პარლამენტმა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  დეპუტატებმა 74  ხმით უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. დოკუმენტის გამო პოზიციასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. დღეს დეპუტატმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა…

მეტი...

„რუსეთთან მეგობრობა იგივეა, რაც ვულკანის ძირში ცხოვრება“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც მატეუშ მორავეცკი აცხადებს, პოლონეთი მზადაა, უკრაინას დაეხმაროს. „ევროპის ჩვენი ნაწილი არ განიცდის მიწისძვრას ან ვულკანს ისეთი მეზობლის სიახლოვეს ცხოვრებით, როგორიც რუსეთია. გვაქვს გრძნობა, რომ რუსეთთან მეზობლობით ვულკანის ძირში ვცხოვრობთ. პოლონეთი მზადაა, უკრაინას შესაძლებლობის ფარგლებში  დახმარება გაუწიოს გაზის სექტორში, თავდაცვის საკითხებში, ეკონომიკური სტაბილიზაციისთვისა და ჰუმანიტარულ საკითხებში“ – აცხადებს მატეუშ მორავეცკი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას.  

მეტი...

„დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს?“ – იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტის წევრი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებ და ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტელების მიღება დააგვიანა. „როგორც იქნა, მიხვდა მმართველი პარტია რომ მწვანე პასპორტები უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას, რომელიც მიღებიდან 41 დღე დაგაგვიანდათ რატომღაც. მგონი ყველასთვის თვალნათელია რამხელა შეცდომა იყო ეს.  25 ათას ადამიანზე დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს და რეალურად სამჯერ მეტი.  მივაღწიეთ საბოლოო ჯამში-დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? დღესაც იგივეს ვაგრძელებთ. შეცდომის არაღიარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა  იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ხელისუფლების კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო პოლიტიკამ,…

მეტი...

მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირებას სკოლის ექიმებიც ჩაუტარებენ

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგთა სავალდებულო ტესტირება არ შეჩერდება და ამ პროცესში სკოლის ექიმებიც ჩაერთვებიან. „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, უზრუნველვყავით 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმის გადამზადება, რათა ისინიც ჩაერთონ ამ პროცესში. თუ მასწავლებელი არ არის  აცრილი ან აცრილია ერთჯერადად, მას უტარდება სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ, ხოლო თუ ორჯერადად ვაქცინირებულია, მას ტესტირება ჩაუტარდება ორ კვირაში ერთხელ. როგორც უკვე გითხარით, ტესტირების პროცესში ჯანდაცვის ცენტრებთან ერთად ჩართული არიან  ჩვენი სკოლის ექიმებიც“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ

მეტი...

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. „მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში შევინარჩუნოთ. ორი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება შეიძინეს სკოლებმა, მათ აქვთ ძალიან დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, რომელსაც მიჰყვებიან და ამ პროცესში ჩართულია ყველა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრები და სკოლები. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური რესურსებით, თუმცა მთავარია, რომ ისინი არიან აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში.როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დღესაც ყველა მშობელს ეძლევა საშუალება, აირჩიოს დისტანციური სწავლების ფორმა, თუკი ამას…

მეტი...

„პროცენტულად ბავშვებში და მასწავლებლებში ინფიცირება გაზრდილი არ არის“- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლებში არც ბავშვებში და არც მასწავლებლებში ინფიცირების პროცენტი გაზრდილი არ არის. „გეთანხმებით, რომ ინფიცირების პროცენტი აბსოლუტურ რიცხვში გაზრდილია, რადგან 24 000 შემთხვევა გვაქვს, მაგრამ პროცენტულად, წილობრივად, ბავშვებში ინფიცირება გაზრდილი არ არის, არც მასწავლებლებში არ არის წილობრივად გაზრდილი. იცით მთავარი სლოგანი, რომელსაც მე პირადად ვეთანხმები – პანდემიების პერიოდში სწავლა უნდა შეჩერდეს ყველაზე ბოლოს, ანუ როცა ე.წ. შეზღუდვები წესდება და უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე. ეს გვაჩვენა ამ 2 წლის გამოცდილებამაც, აღნიშნულმა გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა, გარდა ეკონომიური ზიანისა, უზარმაზარი ზიანი მოუტანა ჩვენს ბავშვებს, განსაკუთრებით, სასკოლო…

მეტი...

„ხაბე, მოდი აგერ ჯიგარო… შე მასხარა შენა“ –  დეპუტატების დაპირისპირება

ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კომიტეტის სხდომაზე დაწყებული დაპირისპირება საპარლამენტო სესიაზეც გაგრძელდა. ლევან ხაბეიშვილი მმართველ პარტიას და ქალაქის მერს უკანონო მშენებლობის ლობირებასა და მიწების გასხვისებაში ადანაშაულებდა, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან კახა კალაძის გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას გაბრაზება გამოიწვია. „იმედი მქონდა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია სხდომათა დარბაზში შემოვიდა, ოდნავ მაინც გააკეთებდა აქცენტს მიმდინარე თემებზე“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე. დეპუტატი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. „ტყე აჩუქესო. ეტყობა, დროში აერია. მოიკითხე, აბა, შენი ბელადი როგორ გადასცემდა 1 ლარად, ხან როგორ ჩუქნიდა ხოლმე…

მეტი...

კახა კალაძე ადასტურებს, რომ „მოდუსის“ მშენებლობა უკანონოა და 245 000 ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს

 „უკანონო მშენებლობების თითოეული ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია“, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მოდუსის“ მიერ სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში უნებართვო მშენებლობებთან საბრძოლველად შესაბამისი კანონი არ არსებობდა. „კომპანია „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია. მსგავსი ბევრი ფაქტი არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობდა. ძალიან დაბალი ჯარიმა იყო დაწესებული. კომპანიები თავისუფლად იხდიდნენ მას და განაგრძობდნენ მშენებლობებს. ჩვენ ამ პრობლემას დავუპირისპირდით. ჩვენი ინიციატივით, უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევა“, – განაცხადა კახა კალაძემ. კომპანია „მოდუსმა“ კერძო ტერიტორიაზე  უკანონოდ ააშენა კომერციული დანიშნულების…

მეტი...

„მწვანე პასპორტის“ მიღება მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება

“მწვანე პასპორტის” გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით “მწვანე პასპორტი” სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან“, – აცხადებს  გიორგი ღიბრაძე. მისივე თქმით, ვაქცინაცია არის მოსახლეობის არა ვალდებულება, არამედ არჩევანი და ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, თუმცა ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები. „როგორც მოგეხსენებათ თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ამიტომ ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42 % უკავშირდება არა ვაქცინის…

მეტი...

„ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია“ – საკოორდინაციო საბჭო

„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა“, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი…

მეტი...

„მწვანე პასპორტები“ გაუქმდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

მეტი...

„შე საცოდავო შენა…“ – დეპუტატების დაპირისპირება და ნერვების ომი პარლამენტში

საქართველო პარლამენტში, კერძოდ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი განიხილებოდა, დეპუტატებს ნერვებმა უმტყუნა. მართალია, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა, სიტყვიერად ქალ და კაც დეპუტატს ერთმანეთისთვის არაფერი დაუკლიათ. დაპირისპირება მმართველი გუნდის წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და სალომე სამადაშვილს შორის მოხდა.  ოპოზიცია რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მოხსენიებას ითხოვდა, მმართველი გუნდი კი წინააღმდეგი იყო. ნიკოლოზ სამხარაძე: ნუ მეჩრებით პირში… სალომე სამადაშვილი: გეჩრებით იმიტომ რო ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა… ნ.ს: დაწყნარდი ნუ უზრდელობ, დამშვიდდი… ს.ს: უზრდელობ კი არა, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებ, კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვარ აქ. გადადი რაც არის არსებითი…

მეტი...

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა უკრაინის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერა მიიღო. განხილვის შედეგად რეზოლუციის პროექტი იმ სახით დარჩა, როგორც ინიცირებულია. კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.  

მეტი...

ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით შეშფოთებულია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა, ამ სამსახურისთვის ევროკავშირმა სერიოზული ინვესტიცია განახორციელა და რაც ახლა ხდება გაუგებარი და შემაშფოთებელია. „გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით დაიწყო. ეს  ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული. შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე. ევროკავშირი დაინტერესებული მხარეა ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს…

მეტი...

“სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას” – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამ წუთებში დიპლომატებს ხვდება. შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელიც იმყოფება. ლონდა თოლოდაია დიპლომატებს მუშაობის ანგარიშს გააცნობს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა მედიასთან განაცხადა, ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს ამ სამსახურთან დაკავშირებით, დამანგრეველი შედეგის მომტანი. მას იმედი აქვს, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი შეჩერდება. „ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლის მიზანს. ეს მიზანი მიღწეულია, ვინაიდან, პირველი მარტიდან, კანონის საფუძველზე მე არ ვარ სახელმწიფო ინსპექტორი. ჯერჯერობით, საკონსტიტუციო სასამართლოდან არ შეგვხმიანებია, რომ რაიმე სხდომა ჩაინიშნა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხდომა ჩაინიშნება…

მეტი...

263 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დღევანდელი მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572. 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 278, აჭარაში – 776, იმერეთში – 1 122. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 048 პირი, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 142, იმერეთში – 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი,  მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 44, იმერეთში – 23. 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 179 – თბილისში, 594 – აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – 1.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან –…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 016 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა – 2 204, იმერეთი – 3 134, ქვემო ქართლი – 1 199, შიდა ქართლი – 1 461, გურია – 473, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 628, კახეთი – 1 059, მცხეთა-მთიანეთი – 683, სამცხე-ჯავახეთი – 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

მეტი...

კორნავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა 24 საათში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით,  85 191 ტესტი ჩატარდა,   ინფიცირების 24 201  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 732  პირი გამოჯანმრთელდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია  28.41%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 200 124. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 21.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 24.96%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510.

მეტი...

„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს“- თენგიზ ცერცვაძე 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის განაცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო აბებს შემოიტანს. „მედიკამენტები გვაქვს უახლესი. მედიკამენტების ახალი ჩვენებები დადო ამერიკამ, იგივე „რემდესივირი“. ჩვენ რამდენი ხანია, ამ მედიკამენტს ვლობირებთ და უნიკალურ შედეგებს ვდებთ. თუ გამოიყენებენ ბინაზე დარჩენილ ავადმყოფებში, უფასოდ დარიგდება, მაგრამ ამას ლოჯისტიკა უნდა. აშშ-მა ეს შედეგები ერთი კვირის წინ დადო და ჯერ არ დაუწყიათ. 87%-ით ამცირებს დამძიმებას და სიკვდილობას. „ტაბლეტირებული მედიკამენტები ალბათ რევოლუციას მოახდენს და დაამთავრებს პანდემიას აცრასთან ერთად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. მთელი მსოფლიო რიგშია. როცა გვექნება ეს ტაბლეტირებული ფორმულა და პლუს „რემდესივირი“, რომელიც ახლაც გვაქვს,…

მეტი...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი ტარიფები ამოქმედდა

დღეიდან დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი ტარიფები ამოქმედდა. პირებისთვის, რომლებიც სოციალური შეღავათებით არ სარგებლობენ, ერთჯერადი მგზავრობის საფასური ერთი ლარი გახდა. ამოქმედებულია სააბონიმენტო სისტემაც. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ვიქტორ წილოსანის განცხადებით ბოლო მონაცემებით, გაყიდული ვადიანი აბონიმენტების 75% ერთთვიან, სამთვიან, ექვსთვიან და ერთწლიან ბარათებზე მოდის. „ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს შეეძლებათ საბანკო ბარათებიც გამოიყენონ. ასევე, ყველა საშეღავათო ბარათი რჩება ძალაში და 16 ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც შეღავათებით სარგებლობდნენ, შეუნარჩუნდებათ. მგზავრობის 55% ამ საშეღავათო მგზავრობებზე მოდის. აღნიშნული პირებისთვის არაფერი იცვლება, მათთვის ახალი ბარათის აღება სავალდებულო არ არის“-თქვა ვიქტორ წილოსანმა. მან ასევე…

მეტი...

„რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ“ – აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრაზე საუბრობს

„გასულ კვირას, პრეზიდენტ ზელენსკისთან პროდუქტიული საუბარი მქონდა. ვცდილობთ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება ჩვენი მოკავშირეებისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოზე სრულად წარმოვადგინეთ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეები. რუსეთი აგრძელებს საკუთარი ძალების უკრაინის გარშემო მობილიზებას. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ“ – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა. ჯო ბაიდენის შეფასებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. „საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად განვუმარტეთ მოსალოდნელი საფრთხის შედეგები არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გაეროს წესდების და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ძირითად პრინციპებისთვის. თუ რუსეთი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს დიალოგის გზით, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ჩართულობას გააგრძელებენ. თუ ამის ნაცვლად რუსეთი…

მეტი...

შახტაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ისევ მძიმეა

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩევა, 5 კი სტაციონარში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ-ერთი დაშავებული კი  კრიტიკულად მძიმეა. მას დამწვარი აქვს სხეულის 60%. გარდა დამწვრობისა, მიღებული აქვს მრავლობითი მოტეხილობა. „3 პაციენტი წევს შახტაში დაზიანებული დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში. ამ სამიდან ერთს აქვს ცოტა მაღალი ციფრები დაზიანების პროცენტული და უფრო მეტად მძიმედ ითვლება. 5 წევს ქირურგიულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე“ – აცხადებს ექიმი გიორგი დავლიანიძე. შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

ქართველი სპორტსმენები უკვე პეკინში არიან, ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს გაიხსნება – ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან მონაწილეობას 9 სპორტსმენი მიიღებს. პეკინში ოლიმპიური სოფელი უკვე გაიხსნა. ოლიმპიადა კი 4 თებერვალს დაიწყება. წლევანდელი ოლიმპიადის დევიზია „ერთად საერთო მომავლისთვის“. პეკინში ზამთრის ოლიმპიადა 20 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიადის სამზადისთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის ელჩი საქართველოში – ლი იენი ესაუბრა. „2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება, რისთვისაც სხვადასხვა სახის სამუშაოები უკვე დასრულდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი შეთანხმებით, ოლიმპიადა „დახურული წრის“ მოდელით ჩატარდება, რისთვისაც ჩინურმა მხარემ სრულყოფილი გეგმა დაამტკიცა“ – აღნიშნა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“. ლი იენის თქმით,…

მეტი...

ამერიკამ უკრაინაში სამხედრო დახმარება კიდევ გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გაგზავნა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს, საბრძოლო მასალა 84 ტონას იწონის. „მეხუთე ჩიტი კიევშია.  სხვადასხვა კალიბრის კიდევ 84 ტონა საბრძოლო მასალა. უახლოეს დღეებში, თავდაცვითი შეიარაღების  მორიგ პარტიასაც ველოდებით ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან“ – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში. მართალია, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ომის დაწყებას არ აპირებენ, თუმცა, სერგეი ლავროვის განცხადებების მსოფლიოსთვის არადამაჯერებელია.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ინფიცირებულია

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პრემიერ-მინისტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.

მეტი...