„ჩემთვის მნიშვნელოვანია მოგისმინოთ და თქვენგან გავიგო, თუ რა გაწუხებთ“ – გოგი მეშველიანის შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად, წალკის მუნიციპალიტეტში დაბების-ბედიანის, ხრამჰესის, თრიალეთის, სოფლების – კავთასა და დაშბაშის მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის კანდიდატი მოსახლეობას დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და აქვე დასძინა: „მე თქვენთან შეხვედრა არჩევნების მიღმაც არ უნდა მომერიდოს და ისეთს არაფერს შეგპირდებით რის შესრულებასაც ვერ შევძლებთ. ერთს კი გპირდებით, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად დროს და ენერგიას არ დავიშურებთ. მჯერა ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს.“

მოსახლეობის ძირითად პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის და მიწის) დაკანონება, საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა/გაუმართაობა წარმოადგენს .ახალგაზრდებს კი სურთ მოეწყოს სპორტული მოედნები.

მსგავსი თემები