„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო “ამპელო” დაათვალიერეს

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო “ამპელოში” იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპლექსი დაათვალიერეს და მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. სასტუმროს მფლობელმა გურამ მახოშვილმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობის მთავარი მაპროვოცირებელი სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტი “ იყო.

სასტუმროს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და საერთო ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს შეადგენს, რომლიდანაც სახელმწიფოს ხელშეწყობით 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია, 5 მილიონი კი კომპანიის ინვესტიცია. კომპლექსი ღვინის საწარმოს (მარანს), რესტორანს და სასტუმროს 20 ნომერს მოიცავს. კომპანიას მევენახეობის კუთხით 10 ადამიანი სტაბილურად ჰყავს დასაქმებული, სეზონურად – 40-მდე ადამიანი სხვადასხვა ოპერაციაზე. ამჟამად, სასტუმროში 36 ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო “ამპელო” დაათვალიერეს”

  1. Like!! Thank you for publishing this awesome article.

  2. Thanks for fantastic info I was looking for this info for my mission.

  3. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.