ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო მანდატების გადანაწილების პრინციპზე შეთანხმდა

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.

როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

კერძოდ, პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მოგების შემთხვევაშიც, არ ექნება შესაძლებლობა, მთავრობა სრულად დააკომპლექტოს.

საარჩევნო სისტემის თაობაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა და ყველა მხარემ მოაწერა ხელი. 

მსგავსი თემები