თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 42 პაციენტიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 17-ის ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ჯერ ცნობილი არ არის. 

„ისევ გვყავს 12 ინფიცირებული პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე. მას აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა, ტემპერატურამ აიწია 38-მდე. ჯერ ბოლომდე არ გვაქვს დადასტურებული, მაგრამ სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. 12-დან ორი ადამიანი არის შედარებით მძიმე. ამ ორიდან ერთი კიდევ შედარებით უფრო მძიმე. დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთი აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები – ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ.“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები