“მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მატება მოსალოდნელია საქართველოშიც” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და მატება არის მოსალოდნელი საქართველოშიც.

„გარდატეხა თუ არ მოხდა თვითონ ვირუსის ბუნებაში, ბევრი ელოდება, რომ დათბობასთან დაკავშირებით ეპიდემია გახდება მილევადი, როგორც გრიპის შემთხვვევაში. ბუნებრივი ციკლების თვალსაზრისით, თუ ეს უმოკლეს დროში არ მოხდა და ჩვენ არ ვიცით, ამ ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ველოდებით მატებას, რადგან ჩინეთის გარეთ, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება რაოდენობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილია და მოქმედებს დემოკრატიული პრინციპებით.

„აქ გამორიცხულია ტოტალიტარული ზომების, რაღაც იძულებითი ზომების გამოყენება ეპიდემიის შესაჩერებლად. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, როგორც ევროპის ქვეყნებს შეეფერება.

მოსალოდნელია მატება, მატება აუცილებლად იქნება, მაგრამ ამოცანაა, ინფიცირებულთა რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები