“ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის დიდი სურვილია” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს.

დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას დააზიანებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის იმდენად დიდი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ მალავს და განცხადებებს აკეთებს – საფლავში ჩავყვეთ და ცხვირიდან სისხლი ვადინოთო. აქეთა მხარეს უკიჟინებენ, რომ არანაირი რეაგირება იმ მოქმედებებზე არ მოახდინოს, რასაც ერთი მხარე აკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრატეგიული გეგმა გააჩნია, თუ როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები. ამას არ უნდა ავყვეთ, ჩვენი გეგმა და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის სახე ის ღონისძიებაა, რომელიც ორბელიანზე ჩატარდა და ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები