“შეგვპირდნენ, რომ ვაჟა ექიმს გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას” – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ცხინვალის “სასამართლოს” გადაწყვეტილებით, უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.

როგორც გომელაური აღნიშნავს, სიტუაციას შედარებით ამარტივებს ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესია, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ექიმის დაკავება მიღებული არ არის.

“ეს ადამიანი არის ექიმი და არა, მაგალითად – მებრძოლი, ყოფილი ძალოვანი სისტემის წარმომადგენელი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებდა. ვფიქრობ, ამ ადამიანს გამოუშვებენ, ისინი თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებული ვარ. ექიმის დაკავება, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს – ომშიც კი არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ, რომ გამოუშვებენ და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები