ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატარია “Facebook”-ზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.
„ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში. გუნდში რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე წასვლის შესახებ, მაგრამ მთხოვეს წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე. ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე“, – წერს ლატარია.
ნიკოლოზ ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.