აქცია მცხეთაში – დაკავებულია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი დააკავეს. ადგილიდან კი 2 პირი განარიდეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

მსგავსი თემები