ბზის მოჭრაც და მისი ნაწილების, ტოტების გარემოდან ამოღებაც დასჯადია

ბზობის დღესასაწაულთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლი მკაცრდება. ადმინისტრაციული და სს დანაშაული არა მხოლოდ ბზის ჭრას, არამედ, მისი ნაწილებისა და ტოტების გამოყენებაზეც ვრცელდება. არსებულ რეგულაციებსა და საფრთხეებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მტავარში“ ისაუბრა.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლებია, აწარმოებს კამპანიას – “ნუ მოჭრით ხეს”. კამპანია განსაკუთრებით აქტიურია ბზობის დღესასწაულის წინ, რადგან კოლხური ბზა ტყის ბიო- მრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბზის მოჭრა კანონით ისჯება. დასჯადია არა მხოლოდ მოჭრა, არამედ მისი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს“ – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება სანქციებს, ეს არის როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„ბზის მოპოვება, განსაკუთრებით ტყის ტერიტორიაზე, იწვევს პირის პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული ჯარიმა 200-დან 500 ლარამდეა. გარდა აღნიშნულისა, ხდება გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლა და თანხა 1000 ლარს აჭარბებს. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან ერთად, სამართალდამრღვევს სს პასუხისმგებლობაც დაეკისრება“ – განუცხადა ნათია იორდანიშვილმა „მთავარს“.

მსგავსი თემები