ნოტრ-დამის ტაძრის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი განადგურდა – ეროვნული ტრაგედია პარიზში

  •  

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილი, ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი არ არსებობს. ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი კი გადარჩა.

15 აპრილს, 18:15 წუთზე, ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა პარიზის ერთ-ერთი სიამაყე გაანადგურა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, ამ ეტაპისთვის, ტაძარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სახელდება.

ამ ეტაპისთვის, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს, თუმცა, ისტორილი, კულტურული და ეროვნული ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა.

რაც შეეხება ტაძარში დაცულ რელიკვიებს, ნოტრ-დამის პრესმდივნის ანდრე ფინომ განაცხადებით, ის გადარჩა, რადგანაც, საეკლესიო საცავებში ინახებობა.

“ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის კარკასს, რათა ხანძარი კვლავ არ გაჩნდეს”, – აცხადებენ პარიზის სახანძრო სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ითვლება. ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი ნიმუშია და მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა.

მსგავსი თემები