მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დაუმორჩილებლობისთვის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

  •  

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მიიღო.

გრიგოლ კაცია მას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავება. საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადაეცა.

შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ, მღვდელ-მონაზონი “მედიაცენტრ მთავარს” ესაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ის გაათავისუფლონ. მიზეზად კი მედიასთან მისი აქტიურობა დაასახელა.

მსგავსი თემები