აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიამ დააბინავა


დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებელში გადანაწილდნენ. თბილისის მერიამ ყველა დააკმაყოფილა, ვინც მათ დახმარების თხოვნით მიმართა.

ამ ეტაპისთვის, მერიის დახმარებით 31 დაზარალებული სარგებლობს. 11:00 საათის ინფორმაციით, აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსიდან პირადი ნივთები 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა.

„ამ დროისათვის, დაზარალებულებიდან, ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

მსგავსი თემები