დაზარალებულებს პირადი ნივთები გამოაქვთ, კორპუსის მდგრადობას მერია დაადგენს


დაზარალებულებს აფეთქებული კორპუსიდან პირადი ნივთები გამოაქვთ. შენობაში მათი შეშვება დილიდან, ჯგუფ-ჯგუფად დაიწყო. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პერიმეტრზე გადაადგილება აკრძალულია, რადგანაც კორპუსიდან დეტალები ამ დრომდე ცვივა.

დიდ დიღომში, ერთ-ერთი ბინის აფეთქების შედეგად დანგრეულია ათამდე საცხოვრებელი ბინა. დაზიანებულია საერთო ფართი და სხვა სართულები. დაზარალებულები ადგილზე დილიდან შეიკრიბნენ და პირადი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი დედა-შვილი სწორედ აფეთქებული ბინას მაცხოვრებლები იყვნენ.

შესაძლებელია თუ არა ამ კორპუსში ცხოვრების გაგრძელება, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ექსპერტიზა პირველად დასკვნას გამოაქვეყნებს. შესაბამისი ჯგუფები კორპუსის მდგრადობას იკვლევენ. როგორც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა ზაზა კუტალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საბოლოო დასკვნამდე შეუძლებელია ითქვას კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია თუ არა

მსგავსი თემები