“დაავადება სერიოზულია და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება” – დავით სერგეენკო

“დღევანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების 13 შემთხვევაა,” – აღნიშნული განცხადება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება 200-ით შემცირდა, ხოლო მიმართვიანობა გაიზარდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა და გუშინდელი მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში თუ 39 პაციენტი იყო, დღეს 44 პაციენტი რჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების 13 შემთხვევაა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ასევე იყო თანმდევი დაავადებები, გარდაუვალი გართულებების პროცენტი და მკურნალობის დაგვიანებული დაწყება,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ანტივირუსულ მედიკამენტებზე დეფიციტი არ არსებობს.

მსგავსი თემები