სალომე ზურაბიშვილმა რეორგანიზაცია გამოაცხადა

პრეზიდენტის ადმინისტრაცაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პროცესები კანონმდბელობის შესაბამისად წარიმართება. ამ ეტაპისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ კადრებს არავინ შეხებია და ისინი პოზიციებს ინარჩუნებენ.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია პავლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, თანამშრომლების შემცირებასთან დაკავშირებით მას ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან, ინფორმაციას არ ფლობს.

„გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო, სხვა, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. ყველა პროცედურა და ეტაპები კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება. ვერც თანამშრომლების შემცირებასთან დაკავშირებით გეტყვით რამეს“ – აღნიშნა პავლიაშვილმა.

იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები შემცირებულია და და 10 მილიონიდან 6 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამშრომელთა შემცირბაც იგეგმება. კერძოდ, დასამებულთა რაოდენობა უნდა განახევრდეს. რეორგანიზაცია რამდენ ეტაპიანი იქნება და ვის შეეხება, ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

მსგავსი თემები