სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადების შემთხვევები გაორმაგებულია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გამო, სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადების შემთხვევები გაორმაგებულია. ნოემბრის ბოლო კვირიდან დაწყებული,  იანვრის პირველი კვირის ჩათვლით, იაშვილის კლინიკაში ასეთი პაციენტების რაოდენობა 70-დან 80-ის ფარგლებშია. 

როგორც ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაღალი მიმართვიანობის გამო, ასეთი პაციენტებისთვის საწოლები გამოთავისუფლებულია კლინიკის სხვა დეპარტამენტებში, რადგან რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, სადაც ძირითადად სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს ათავსებენ, 36 საწოლზეა გათვლილი.   

“არასეზონურ პერიოდში იაშვილის კლინიკას აქვს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც  ერთადერთია საქართველოში და სადაც ძირითადად ვათავსებთ სასუნთქი სისტემის დაავადებით შემოსულ პაციენტებს. არასეზონურად, პაციენტების მაქსიმალური რაოდენობა 36-ია. მაგრამ ამჟამად პაციენტების რაოდენობა გაორმაგებულია. ​ერთი დეპარტამენტი ამ მოცულობის პაციენტებს ვერ დაიტევს. ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ 2009-2010 წლების გრიპის დროს, მაშინაც ანალოგიური დატვირთვა და მატება იყო, 2-3 ჯერ მეტი შემთხვევა. ამიტომ სხვა დეპარტამენტებს ვათავისუფლებთ ასეთი პაციენტებისთვის. დღეისთვის, დეპარტამენტი, რომელიც კუჭნაწლავის დაავადების და ღვიძლის პათოლოგიების იღებს, მთლიანად ორიენტირებულია სასუნთქი სისტემის დაავადებებზე. რამდენიმე პალატა სხვა დეპარლამენტებშიც გამოყავით. მზად არის პალატა აუცილებლობის შემთხვევაში ნეირომეცნიერების დეპარლამენტშიც, დერეფანში პაციენტების მოთავსება, პაციენტების ნაკადის გათვალისწინებით სწორია, მაგრამ სრულებით არ ასახავს  რეალურ მდგომარეობას. ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმის არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. ყველა პაციენტი მივიღეთ, გაეწია შესაბამისი დახმარება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მთავარში”. 

მისივე თქმით, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ზოგადად ტიპიურია A ტიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა, ამით წლევანდელი ვირუსი განსაკუთრებული არ არის. ის ხასიათდება დაავადების უეცარი დაწყებით, მაღალი ტემპერატურით შემცივნებით, თავისა და თვალების ძლიერი ტკივილით, წელის არეში ტკივილის შეგრძნებით, ხველით, კუნთებისა და სახსრებით ტკივილით. მას აქვს აგრესიული მიმდინარეობა, რაც გამოარჩევს გრიპს სხვა დაავადებებისგან. სწორედ ამით განსხვავდება ის გაციებისგან. 

რაც შეეხება პორევენციას, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ​გრიპი ერთ-ერთი გამორჩეული დაავადებაა. საქართველოს არ აქვს არც ერთი ვირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ვაქცინაცია, ერთადერთი ვირუსის, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს, არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 

“ვაქცინა ინფლუ ვაკი – ევროპული წარმოების არის მხოლოდ, ხარისხი არის სრულიად გარანტირებული. არავინ ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ გრიპი არ შეგხვდებათ 100%-ით. მაგრამ დაავადების მიმდინარეობა იქნება მსუბუქი”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

მსგავსი თემები