“100-მდე მობილიზებული ადამიანი სპეციალურად ჩამოიყვანეს პროვოკაციების მოსაწყობად” – გოგი მეშველიანი

ბოლნისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ და მათი თითქმის 100-მდე მობილიზებული ადამიანი ადგილობრივი არ არის, მეშველიანის თქმით, ისინი სპეციალურად არიან ჩაყვანილები არეულობის მოსაწყობად. 

“რა ინფორმაციებიც გუშინ ვრცელდებოდა, ფაქტობრივად დღეს დადასტურდა. ვხედავთ თითქმის 100-მდე მობილიზებული ადამიანის კონცენტრაციასა და გადაადგილებას. ესენი ჩვენი ოლქის მაცხოვრებლები არ არიან და ჩამოყვანილები არიან სპეციალურად პროვოკაციების მოსაწყობად. ერთი ასეთი პროვოკაცია უკვე ვიხილეთ მაშინ, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა შეძლეს ყუთის გატაცება, თუმცა დროულად მოხერხდა ამ მცდელობის აღკვეთა. ჩვენი აქტივი გაფრთხილებულია, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. როდესაც პოლიტიკოსი დემონსტრაციულად იარაღით გადაადგილდება, მიმაჩნია, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია,” – განაცხადა გოგი მეშველიანმა. 

მსგავსი თემები