“არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური” – ირაკლი კობახიძე

  •  

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, “ქართულ ოცნებას” მილიონი ხმა, “ენმ-გაერთიანებული ოპზიციას” 360 ათასი, ხოლო “ევროპულ საქართველოს” 70-80 ათასი ხმას აიღებს. კობახიძის განცხადებით, ეს მონაცემები “ოცნებას” კარდაკარის გამოკითხვით აქვს.

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო.

“არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური. ამ ეტაპზე, ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30- ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები