,,საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა მისცეს.

,,ევროკავშირი არის 27 სუვერენული ერის ოჯახი. ჩვენ გვინდა გაფართოება. გვინდა, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მივცეთ ამ ოჯახში გაწევრიანების შესაძლებლობა. ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს საქართველომ, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენ ევროკავშირში ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გვესმის, რომ ევროპულ ინტეგრაციას, წევრობას ევროგაერთიანებაში ქართველების 89% უჭერს მხარს. ეს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები