,,სამარცხვინო ქალების ქცევა, მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მითუმეტეს, ქალი,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ქალ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ყაველაშვილმა ანი წითლიძეს ”აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობის არსება” უწოდა.

,,ნახეთ, სამარცხვინო ქალების ქცევა კომიტეტის სხდომაზე. მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მითუმეტეს, ქალი. ვის უნდა ასწავლოს ჭკუა და ვის ზრდილობაზე უნდა ისაუბროს ანა ნაცვლიშვილმა, ან ხათუნა სამნიძემ, ან კორძაიამ ან წითლიძემ, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობისაა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილი.

მსგავსი თემები