“კახა კუჭავამ დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება” – რიკ დემსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია გაიმართება.

რიკ დემსის განმარტებით, კახა კუჭავამ დაადასტურა, რომ ამ კონფერენციას დაესწრება და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება.

„ჩვენ გვექნება სპიკერების კონფერენცია, პარლამენტის სპიკერები შეიკრიბებიან ერთად, თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიდასტურა, რომ ის დაესწრება კონფერენციას და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება“, – აღნიშნა რიკ დემსმა.

ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია სექტემბერში, ათენში გაიმართება.

მსგავსი თემები