,,ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა, ბევრი ამჩატდა”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა, ბევრი ამჩატდა,”- ასე აფასებს ”ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი ე.წ. ”აგენტების კანონის” შესახებ საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებებს.

ყაველაშვილის თქმით,  მისთვის საეჭვო ხდება, რომ ”ეს ადამიანები სამწუხაროდ, “ფეიკის” სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან”.

„ის, რაც ხდება ახლა გარეთ, იმისთვის უნდა გამოიყენონ რომ როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიონ. აქ კლუბები დაასახელეს და ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა. არ სჭირდება დაკონკრეტება, ბევრი ამჩატდა, “- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კითხვაზე, შოთა არველაძე, “გაგრა”, “დინამო”, მზექალა შანიძე “ამჩატდა” თუ არა, ყაველაშვილი პასუხობს:

,,არ სჭირდება დაკონკრეტება. კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა სამწუხაროდ”, —განაცხადა ყაველაშვილმა.

,,ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს”- შოთა არველაძე

მსგავსი თემები