,,არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე”- სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს სურს, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა მისი მიწა დატოვოს.

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე. რუსეთმა, პრაქტიკულად, უკვე წააგო ბრძოლები, თუ მთლიანად ომი არა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები