,,რუსეთმა, უკრაინის ომის წლისთავზე, შესაძლოა, ახალი შეტევა დაიწყოს”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მორიგი მასშტაბური თავდასხმა ომის წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს სცადოს.  რეზნიკოვი ნატო-ს ქვეყნებს ახალი სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს.

,,ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სიმბოლიკაში ცხოვრობენ, 24 თებერვალს შეიძლება რაღაც სცადონ…

ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს მტერს. მათ ოფიციალურად გამოაცხადეს 300 000 ჯარისკაცი (მობილიზებული), მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ ჯარებს საზღვრებზე, ჩვენ ვაფასებთ, რომ ეს ბევრად მეტია”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ამ ნაბიჯისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩვენ ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, რომ მზად უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მალე. ამიტომ გვჭირდება იარაღი მტრის შესაკავებლად,” – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები