ნიკო კვარაცხელიას მკველობის საქმე – სააპელაციო დღეს განაჩენს გამოაცხადებს

ნიკო კვარაცხელიას მკველობის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართეთა კოლეგია განაჩენს 13:00 საათზე გამოაცხადებს.

ბრალდების მხარე  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვს. წინა პროცესზე პროკურმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ეთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოპოვებული მტკიცებულებები უტყარია და ამით ბრალდებულების – გიორგი კავილაძისა და ალეკო ჭელიძის დანაშაული დასტურდება.

ალეკო ჭელიძის ადვოკატს მტკიცებით, ჭელიძემ ნამდვილად ჩაიდინა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, მაგრამ ეს არ ჩაუდენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძის დაცვის მხარეს, ის სასჯელის გაბათილებას ითხოვს კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ნაწილში და ბრალის კვალიფიკაცის შეცვლას მოითხოვს.

15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით,  22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ალეკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს.

მსგავსი თემები