,,ყოველდღე იკლებს ნახევარ კილოს ადამიანი…შეიძლება ფატალურად დამთავრდეს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასგანცხადებით, სასამართლო პროცესები ჭიანურდება, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად უარესდება.

“ყოველ დღე იკლებს ნახევარ კილოს ადამიანი, და გუშინ არაერთხელ გაიჟღერა იმ პროცესზე, რომ არის კახექსია, რომელიც არის ძალიან მძიმე დაავადება, ვინც არ იცის. უარყოფითად აფასებს, ისევე როგორც მე, იმიტომ რომ როცა ადამიანზე გამოდიან ასეთი პროფესიონალები და ყველა ერთხმად ამბობს, რომ არის გადაუდებელი შემთხვევა და ყოველ წუთს შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ამის ასე ერთი კვირით გადადება, ერთი კვირით გადადება რას ნიშნავს აბა თუ არა გაჭიანურებას”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები