,,ვიცი, ვატო წერეთელმა რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მან იცის რა ,,ჩასჩურჩულა” ანრი ოხანაშვილს ვატო წერეთელმა. კობახიძის თქმით, ადგილი ჰქონდა უმძიმეს, პირდაპირს შეურაცხყოფას, რასაც   ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ოხანაშვილმა.

“მე ვიცი, მან (ვატო წერეთელმა) რა თქვა, რა ჩასჩურჩულა ყურში ანრი ოხანაშვილს. აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მან ტყუილი თქვა. მან უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც თავიდან უარყოფდა, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, შესაძლოა, კამერების ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ გადათქვა პირველი ტყუილი. მეორე შემთხვევაშიც ტყუილი თქვა, საერთოდ არ იყო ნახსენები ლაშქარავას გვარი. უმძიმესი პირდაპირი შეურაცხყოფა იყო მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში გასცა პასუხი ოხანაშვილმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ,  “ტვ პირველის“ დამფუძნებლის,  ვატო წერეთელის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, მას “ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი თემები