,,ახლა გვჭირდება მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა დაყოფა, ურთიერთბრალდებები”- დევიდ მაკალისტერი

,,მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმებით. ის, რაც ახლა გვჭირდება, არის მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა შემდგომი დაყოფა და ურთიერთბრალდებები,”- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ბრიფინგზე განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ხელისუფლების წარმომდგენლებისთვის საკვანძო მომენტია, აჩვენონ პოლიტიკური მზაობა იმ ევროპული ამბიციების განსახორციელებლად, რომელიც ქართველ ხალხს აქვს.

,,ევროპის კავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია. ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს და ჩართულია ამ პროცესში,  თავისთავად აჩვენებს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააკეთა ძალიან მნიშვნლოვანი მოწოდებები ერთობისკენ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა დაიძლიოს ის უზარმაზარი გამოწვევები, რომლებსაც საქართველო უნდა გაუმკლავდეს. ახლა ხელისუფლების წარმომდგენლებისთვის საკვანძო მომენტია, აჩვენონ პოლიტიკური მზაობა იმ ევროპული ამბიციების განსახორციელებლად, რომელიც ქართველ ხალხს აქვს.

იმედის მომცემია, რომ სერიოზული განხილვა დაიწო 12-პუნქტიანი რეკომენდაციებისა. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმებით. სამოქალაქო საზოგადოებასაც წარდგენილი აქვს თავისი ხედვები. ეს აჩვენებს, რომ მიზანი საერთოა. ის, რაც ახლა გვჭირდება, არის მოქმედებები მიზნის მისაღწევად და არა შემდგომი დაყოფა და ურთიერთბრალდებები. დროის ათვლა დაწყებულია“, – აღნიშნა მაკალისტერმა.

მსგავსი თემები