,,არ დავუშვებთ, უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიებს”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმუქრება და აცხადებს, რომ უკრაინა დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თუ მიიღებს, სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნები შეიცვლება.

მისივე თქმით, მარტის ბოლოს აღნიშნულ საკითხზე ვითარება არსებითად განსხვავებული იყო.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ამ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ზელენსკი, ან ის, ვინც მას შეცვლის, არსებობდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიებს და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ახლა კი გეოგრაფია სხვა არის. უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ახლა არის კიდევ ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები, სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება,”- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები