„ჯერჯერობით, რუსეთისგან გარანტია არ არსებობს“ – დმიტრო კულება

უკრაინაში, რუსების ბლოკადაში მოქცეული ხორბლის გამო მსოფლიოს სერიოზული პრობლემები ემუქრება. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ რუსეთს ბლოკადა მოეხსნა, პირიქით, პრობლემა ღრმავდება.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, ოდესის ნავსადგურში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბრკოლება ის არის,  რომ რუსეთს შეუძლია, ეს დერეფანი  თავდასხმისთვის გამოიყენოს.

„უკრაინა მზადაა, შექმნას აუცილებელი პირობები ოდესის ნავსადგურიდან ექსპორტის აღსადგენად. საკითხავია, როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ეს სავაჭრო გზა ოდესაზე თავდასხმისთვის. ჯერჯერობით რუსეთისგან არანაირი გარანტია არ არსებობს“, – აცხადებს  კულება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე განცხადება ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხორბლის გატანას რუსეთი ხელს არ უშლის.

მსგავსი თემები