რუსეთმა ღამით კრივოი-როგი დაბომბა – არის მსხვერპლი

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით,  ღამით რუსეთმა კრვოი როგი დაბომბა. მისი ინფორმაციით, დაიბომბა სამრეწველო საწარმო.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი მუშა, სამი კი დაშავდა.

“მუშა დაიღუპა. მაშველებმა მისი ცხედარი დანგრეული საწარმოო საამქროს ნანგრევებიდან ამოიყვანეს”, – განაცხადა რეზნიჩენკომ.

გარდა ამისა, რუსებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლის რეგიონზე. მსხვერპლი არ ყოფილა.

მსგავსი თემები