06:00 საათიდან 13:00 საათამდე – ეს სწორედ ის დროა, რაც რუსულმა მხარემ უკრაინელებს დაუწერა იარაღის დასაყრელად და ჩასაბარებლად. ეს ხდება დღეს, კვირას, ბზობის დღესასწაულზე უკრაინაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ ჯარს, რომლებიც ალყაშემორტყმულ მარიუპოლში იბრძვიან, ულტიმატუმს უყენებს. რუსული მხარის ინფორმაციით, გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან.
მარიუპოლი რამდენიმე კვირაა ალყაშია. უკრაინული ჯარები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში, ალყაში იმყოფება.