“არ მაქვს ინფორმაცია რას აპირებს გახარია, მოუსმინეთ რას იტყვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას სამომავლო პოლიტიკური გეგმების შეფასებას ჯერჯერობით არ აპირებს.

“გახარიასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო. გიორგი იყო ჩვენი მთავრობის დროს, 8 წლის განმავლობაში, ჯერ ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერმინისტრი. 8 წელი იყო მთავრობის წევრი. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს… ჯერ დაელოდეთ, მოუსმინეთ რას იტყვის, როგორ იტყვის, შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეფასებას,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მსგავსი თემები