„ძალიან მძიმე ვითარებაა, ჯარისკაცები ბლოკირებულები არიან, დაჭრილები ვერ გამოგვყავს“ – ზელენსკი მარიუპოლზე

„მარიუპოლში ძალიან მძიმე ვითარებაა. ბლოკირებული არიან ჩვენი ჯარისკაცები, ბლოკირებული არიან დაჭრილები“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენკი და დასძენს რომ რუსები უკრაინელებისგან დანებებას ითხოვენ.

„ჰუმანიტარული კრიზისია, არც საკვები, არც წყალი, არც მედიკამენტები, მაგრამ ბიჭები თავს იცავენ. მხოლოდ მადლიერება საკმარისი არაა, რადგან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.  მარიუპოლის საკითხზე მომლაპარაკებლების მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარული დერეფნები იქნებოდა. გვინდოდა დაჭრილების, ჩვენი ქალებისა და ბავშვების გაყვანა, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა“, -აცხადებს პრეზიდენტი.

უკრაინული მხარე კონტაქტზეა ქარხანაში მყოფ ჯარისკაცებთან, თუმცა, შედეგი არ არის.

„მათ იციან, რომ დღემდე ყველაზე მძლავრ მისიას ასრულებენ. ამიტომ, მტერი მათ ისე უფრთხის, რომ მტრის რაოდენობა ექვსჯერ აღემატება. მარიუპოლის ბლოკირების რამდენიმე წრე არსებობს. რა გადაარჩენს მარიუპოლს? ეს არის მძლავრი იარაღი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მეორე კი, არის მოლაპარაკების საკითხი. დაჭრილების გასაყვანად ცეცხლის შეწყვეტა ძალზედ აუცილებელია“ – აცხადებს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები