Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 962 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 457 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 808 889-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.00%.