სახალხო დამცველი და ადვოკატები მიხეილ სააკაშვილთან შეუზღუდავად შევლენ, დეპუტატების საკითხი კი გასარკვევია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ მიხეილ სააკაშვილთან მის ადვოკატებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შესვლა სამედიცინო პროცედურების შესაბამისად შეეძლებათ. რაც შეეხებათ დეპუტატებსა და სხვა მნახველებს, ეს საკითხი ამ ეტაპისთვის მოგვარებული არ არის.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, მნახველებთან დაკავშირებით გარკვეული წარმოადგენა არსებობს.        

„ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით.  მივიღეთ ინფორმაცია, რომ რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა ამგვარი ტიპის ვიზიტები.  ვსაუბრობ, პირველ რიგში, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე. გასაგებია, რომ ადვოკატების ვიზიტები ბუნებრივია, შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება იქიდან გამომდინარე, რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და ასევე, წამყვანი უწყება უკვე ჯანდაცვის სამინისტროა“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები