“ქართულმა ოცნებამ” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. პარტიის ერთ-ერთი წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2 690 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 87.9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.
კითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ხმები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” – 49.2%.
“ნაციონალური მოძრაობა” – 29.8%.
პარტია “საქართველოსთვის” – 4.1%.
“გირჩი-მეტი თავისუფლება” – 2.8%.
“ლელო” – 2.1%
“პატრიოტთა ალიანსი” – 1.9%.
“მესამე ძალა” – 1.2%
“მოქალაქეები” -1.2%
“ლეიბორისტული პარტია” – 1.1%.
“ევროპული საქართველო” – 1.1%
“გირჩი”- 0.6 %.
სხვა – 4.9%.