„მწვანე ზონები” არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“ – შოთა ბურჯანაძე “მედიცანტრ მთავარში”

„სასურველია, სტუმრები იყვნენ აცრილები ან ჰქონდეთ ჩატარებული სწრაფი ტესტი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია, რესტორნები, რომლებიც „მწვანე ზონის“ პროექტში ჩაერთვებიან, დროში ლიმიტისგან გათავისუფლდნენ:

„თუ “მწვანე ზონის” სიტემა განხორციელდა, შეიძლება, პროექტში ჩართულები გათავისუფლდეს არსებული რეგულაციებისგან. რეალურად, ბევრი ადამიანი არ არის აცრილი და რესტორნები ფიქრობენ, რომ მოაკლდებათ მომხმარებელი. ამიტომ, ამის დაბალანსება საშემოსავლოს შემცირებით შესაძლოა მოხდეს. საზოგადოებისთვის ნებისმიერი ახალი ინიციატივა ხშირად არის პრობლემა, თუმცა, “მწვანე ზონა” არ ნიშნავს, რომ ვინმე არ დაიშვება. უბრალოდ, აქ არის ორი კომპონენტი: ერთი – თანამშრომელბის, რომლებიც პირობებს აკმაყოფილებენ, ავტომატურად დარეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისიტროში და ასევე, მომხმარებელი, რომელიც არის ორჯერ აცრილი, ან აქვს ტესტი ჩატარებული, ან, არის ვირუსგადატანილი, რეგისტრირება ბაზაში. ჯერჯერობით, ეს არის პროექტი. მეორე ეტაპი იქნება სხვა სფეროების ჩართულობა და საერთო სიტუაციას მივიღებთ ისეთს, სადაც ადამიანების ყოფნა უსაფრთხო იქნება,“  – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საზოგადოების მხოლოდ 25%-ია აცრილი. შოთა ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ვაქცინაციის კლება ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯანდაცვის სისტემას ისევ გამოწვევის წინაშე დააყენებს.

მსგავსი თემები