ნიდერლანდების სამეფოში აფხაზეთი გაცოცხლდება

ჰოლანდიაში აფხაზეთს გააცოცხლებენ. აფხაზეთის  დღეები  სლოგანით „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ ნიდერლანდების სამეფოსი 4-6 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებას კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს  ატარებს და მისი ორგანიზატორი “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის” დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკოა.

როგორც თიკა „მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, მისთვის აფხაზეთი დიდი ტკივილია, აფხაზეთის დღეები კი აფხაზეთის შესახებ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინებს.

„ეს ჩემთვის იმდენად დიდი ემოციაა, ვერ გადმოგცემთ. აფხაზეთი ჩემი ძალიან დიდი ტკივილია. ბავშვობა გაგრაში მაქვს გატარებული და ვიტანჯები, რომ ჩემი შვილები იქ ვერ მიმყავს.  ჩემი მიზანია, აფხაზეთის თემით მსოფლიოში არ მხოლოდ საქართველოს ცნობადობადობა გავზარდოთ, არამედ, პრობლემა აქტუალური გავხადოთ. უკვე დამიკავშირდნენ საბერძნეთიდან, გერმენიიდან, ესპანეთიდან, რომ ეს დღეები ყველგან ჩავატაროთ. პატრიარქის კურთხევა გვაქვს. ღონისძიებაზე წარმოდენილი იქნება ქართული სამოსელი აფხაზეთის თემაზე, ქართლი ღვინო, აფხაზი მხატვრების გამოფენები, აფხაზეთის მუსიკალური და ხელოვნების სკოლა. ერთი სიტყვით, გაცოცხლდება აფხაზეთი.“

აფხაზეთის ნდღეების ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება აფხაზეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. ღონისძიებაზე „ჯერმან ვოისის“ გამარჯვებული, აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუაც იმღერებს.  ასევე, წარმოდგენილი იქნება „რუსთავის“ რამდენიმე სოლისტი, შესრულდება აფხაზური ცეკვები და სიმღერები“.

პროექტ „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ მასპინძლობისთვის ჰააგაში მდებარე რესტორანი „სოხუმიც“ ემზადება.

„სოხუმი“ აღნიშნულ პროექტში მონაწილე ოფიციალურ სტუმრებს გაუმასპინძლდება. რესტორნის მფლობელი იზოლდა კვიციანია, რომელიც აფხაზეთიდანაა და წლების წინ, რესტორნისთვის „სოხუმის“ სახელწოდება შემთხვევით არ შეურჩევია. როგორც იზოლდა კვიციანი აცხადებს, რესტორანში მისული სტუმრები აფხაზეთის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

მსგავსი თემები