ზაზა ოქუაშვილს ვალს ბოლო თეთრამდე გადაახდევინებენ

შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი გახარია კომპანია “ომეგა კგუფის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ქვეყნის ბიუჯეტში, სანამ დავალიანება ექნება.

“თუ სერიოზულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი მსახიობის თეატრი და ღიმილის მომგრვერლია.  ყველა კითხვას ვუპასუხებ თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც,” –  აცხადებს შს მინისტრი.

გიორგი გახარია ადასტურებს  ზაზა ოქუაშვილისა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრას და აცხადებს, რომ ხელისუფლების ლიდერების მხრიდან ბიზნესმენზე ზემოქმედება არ ყოფილა.

მისივე ინფორმაციით,  ოქუაშვილთან შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როდესაც თავად გახარია  ბიზნესომბუდსმენი იყო.  “შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესის და იმ გაუბედურებული კომპანიის ხელშეწყობა, რომელმაც “ქართული ოცნების” პირობებში ამოისუნთქა”, – აცხადებს მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ, სადაც  “ომეგა ჯგუფის” მფლობელი აცხადებს, რომ 4 მილიონი ლარის გადახდა მისგან, პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა.

ცნობილი ბიზნესმენი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი 2017 წელს, მედია ჰოლდინგმა „ჯორჯიენ თაიმსმა“ და საერთაშორისო კვლევის ორგანიზაცია „გორბიმ“ 17-ე ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ინვესტორად დაასახელეს. ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები.

მაშინ ზაზა ოქუაშვილი აცხადებდა, რომ ახალი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავდა სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, სავაჭრო ცენტრების გახსნა თბილისსა და ბათუმში, თანამედროვე შოურუმი BMW-ს, “მინისა” და სხვა პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის. ასევე, მიაჩნია, რომ მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება სასტუმროებისა და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის წამოწყება.

მსგავსი თემები