უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ამნისტიით 20 ივნისს დაკავებული სამართალდამცველებიც – საკითხზე მსჯელობა გრძელდება

ამნისტიის 2 პროექტი, რომელიც დიდი ალბათობით, 1 დოკუმენტად უნდა ჩამოყალიბდეს – პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე, რომელიც ხვალისთვის არის დაგეგმილი, პოლიტიკური მხარეები, სავარაუდოდ, ევროკავშირის ოფისში დღესაც შეიკრიბებიან.

ძირითადი მსჯელობა მიმდინარეობს საკითხზე – უნდა გათავისუფლდნენ, თუ არა ამნისტიის შედეგად 20 ივნისის აქციაზე მყოფი სამართალდამცველებიც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის იხდიან სასჯელს.

უმრავლესობაში ღიად აფიქსირებენ, რომ ამნისტია შეეხება ყველას ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი საქმეა აღძრული და ამბობენ, რომ მისი საბოლოოდ დამტიცებამდე ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამნისტია ე.წ. “კონვენციურ დანაშაულებებს” არ შეეხება.

“ეს დოკუმენტი შეადგინა შარლ მიშელმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ არცერთი ის ნორმა, რომელიც შეიძლება რამენაირად ეწინააღმდეგებოდეს კონვენციას, ბუნებრივად ვერ იქნებოდა შეთანხმებაში და, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება არც კანონში გათვალისწინებული,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი თემები