„ნიკოლოზ წურწუმია დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იტოვებს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„18 აპრილის ჩვენებით, თითქოს „საქართველოს ბანკში“ შეჭრისა და მძევლების აყვანისთვის დაკავებულმა, ნიკოლოზ წურწუმიამ დანაშაული აღიარა, სიმართლეს არ შეეფერება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, საქართველოს ბანკში შეჭრის ბრალდებით დაკავებული, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.

ბარდაველიძემ განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იმ ხალხს მოუხადა ბოდიში, ვინც იმ დროს ბანკში იმყოფებოდნენ:

„ ამ ფორმით, მან უბრალოდ ბოდიში მოიხადა იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ზიანი მიადგა და სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ, წურწუმიას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში განაცხადა. ნიკოლოზ წურწუმია, დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იტოვებს. ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ წურწუმიას შემთხვევაში უნდა მოხდეს ფაქტების დიფერენცირება. „ერთია, რასაც ამ ადამიანს, ბრალდების შესახებ დადგენილებით ედავებიან: მძევლად ხელში ჩაგდება, რაც განზრახ დანაშაულია. მეორე საკითხია ის, რაც გუშინ თქვა“, – განაცხადა გიორგი ბარდაველიძე „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები