„ყველაზე მეტად საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩემი დაკვირვებით საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა, მათთან კოვიდი მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობს თუმცა თავს იჩენს მოგვიანებით მის სინდრომის სახით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურმა დირექტორმა.ლიკა მუმლაძემ განაცხადა, ლიკა მუმლაძე იმ გართულებებზე საუბრობს, რომელიც კოვიდ შემდეგ ბავშვებში თავს იჩენს „მულტი სისტემურ ანთებით სინდრომის“  სახით, რომელიც ორ ან მეტ ორგანოს აზიანებს:

„ყველაზე მეტად საყურადღებოა ბავშვების მდგომარეობა, რაც გვაქვს პრაქტიკაში დაძლევადია ეს დაავადება, თუმცა საკმაოდ მძიმე გართულებებს იწვევს, აზიანებს რამდენიმე ორგანოს და რთულად მიმდინარეობს, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიკოსი ასევე მესამე ტალღის შესაძლო გამეორებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამედიცინო სისტემა მზადაა გარკვეული გამოწვევის მისაღებად:

„ამ ეტაპზე 73 ადგილი გვაქვს თავისუფალი მუდმივი ბრუნვაა, რამდენი პაციენტიც შემოდის, იმდენივე ეწერება.

სტატისტიკა გვაჩვენებს რომ დინამიკა კლებისკენ მიდის, გარკვეული შედეგი რეგულაციების გამკაცრებამ გამოიღო, რეგულაციების დაცვაზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს, მუდმივად ამ რეჟიმში ვერ იქნება ქვეყანა, მაგრამ მასიური თავშეყრის ადგილების გაკონტროლება უნდა მოხდეს, ამ ეტაპზე რაღაც გარკვეულ ტალღებს გაუძლებს მედ პერსონალიც და საწოლფონდიც,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები