გორში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში – მოკლული შუა ხნის მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, მას თანასოფლელმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა.

სოფელში ყვებიან, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი. ის ციხიდან ახლახანს გამოვიდა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მსგავსი თემები